ᲐᲕᲗᲐᲜᲓᲘᲚ ᲤᲐᲜᲒᲐᲜᲘ

კომპიუტერული მეცნიერებების მასწავლებელი, ტრენერი

Google ᲨᲠᲘᲤᲢᲘ

August 19, 2025

ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲨᲠᲘᲤᲢᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

ყოველთვის მინდოდა გამომეყენებინა შრიფტები გუგლის უზარმაზარი კოლექციიდან. სამწუხაროდ ამ ეტაპზეც კი, სულ ორ შრიფტით ვართ წარმოდგენილები ამ კოლექციაში.

გადავწყვიტე ეს ორი შრიფტი გამოვიყენო ამ საიტზე.

შრიფტები გვაქვს Noto განყოფილებაში და მათი სახელებია Noto Serif Georgian და Noto Sans Georgian, მათი ნახვა შეიძლება აქ

ამ ბმულზე შეგიძლიათ წაიკითხოთ დოკუმენტაცია და აღარ გაყვეთ ჩემს ექსპერიმენტს. პრობლემურს პრინციპში ვერაფერს ვერ ვხედავ.

ქართული შრიფტების და ლოკალიზაციის თემა ყოველთის იყო ჩემთვის საინტერესო საკითხი, ამიტომ ყველა რესურსი ვიცი, რაც ქართულ შრიფტებთან არის დაკავშირებული. ისიც ვიცი, რომ ბევრი რამეზე შეიძლება დავის წამოწყება, მაგრამ სტანდარტებზე ფუჭად დავაში დროის დაკარგვას არ ვაპირებ. Google-ის ინტერესიც სტანდარტების გამო მიჩნდება.

მოკლედ, გვაქვს ორი შრიფტი, მაგრამ მაქსიმალურად დოკუმენტირებული და ხარისხიც Google-სებური. ჩემი აზრით, რატომ მხოლოდ ორი? ალბათ იმიტომ, რომ Google ჩვენს საქმეს არ გააკეთებს, თუ ჩავუღრმავდებით, ამ სიაში მოსახვედრად შრომა იქნება გასაწევი და სტანდარტები დასაკმაყოლისებელი, ამ ორ შრიფტზე ეს გაკეთებულია და ამოტომაც შეტანილია ბაზაში.

ახლა რა მოხდა ჩემთან სინამდვილეში, საკმარისი აღმოჩნდა მიმეთითებინა შრიფტის ოჯახი font-family: 'Noto Serif Georgian'; და ჩემთან ყველაფერი ამუშავდა, რაც იმას ნიშშნავს, რომ ჩემი სისტემა (Manjaro-3) გუგლთან უკვე ჩახუტებულია. ასეთი საჩუქრები ახასიათებს archlinux-ის ხაზს, ალბათ ეს შემხვევაა ამჯერადაც. რა თქმა უნდა, მე მჭირდება, რომ პროდაქშენიც ისეთივე გამოიყურებოდეს, ამიტომ გავაგრძელე და აქაც სასიამოვნო შედეგი დადგა, იმ კუთხით, რომ მხოლოდ ჰედერში ჩავამატე გუგლის დოკუმენტაციაში მოყვანილი კოდი:

   <link rel="preconnect" href="https://fonts.googleapis.com">
    <link rel="preconnect" href="https://fonts.gstatic.com" crossorigin>
    <link href="https://fonts.googleapis.com/css2?family=Noto+Sans+Georgian:wdth,wght@62.5..100,100..900&family=Noto+Serif+Georgian:wdth,wght@62.5..100,100..900&display=swap" rel="stylesheet"> 

ამის შემდეგ შრიფტების ოჯახები აღქმული იქნა და სხვა დივაისებზეც ამუშავდა (გავსინჯე ჩემს iPhone5-ის საფარიში), ამ კოდის დართვის გარეშე ასე არ იყო. მოკლედ ვფიქრობ, ჩემი შემთხვევიბსათვის ესეც საკმარისი იქნება, მაგრამ თუ ბოლომდეა გასვლა საჭირო და შრიფტების ფიზიკური არსებობა სერვერზე გადაუდებელი აუცილებლობაა, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ქვემოთაა მოცემული.

შემდეგ მისამართზე გაგიხსნით css ფაილს სადაც ორივე შრიფტის ოჯახი არის წარმოდგენილი. თუ ამ ფაილს დავაკოპირებთ და მივაბამთ ჩვენი საიტის css-ს, ამისათვის მრავალი გზა არსებობს, მე მაგალითად ჩავაგდებდი scss ფაილების სტეკში, მივუთითებდი მისი კომპილაციის რიგითობას ძირიდათ scss ფაილში და ამიწყობს, ეჭვი არაა, თუმცა ყველას შეგიძლიათ თავისებურად გააკეთოთ, სულაც ჩააკოპიროთ თქვენს css-ში და იმუშავებს. woff2 შრიფტები მითითებულია ონლაინ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მაინც გუგლზე მოძებნის, იმისათვის, რომ ფიზიკურად ჩამოვტვირთოთ შრიფტის ფაილები, ამ css-იდან ფაილის ლინკი (url) უნდა დავაკოპიროთ და გავხსნათ ბრაუზერის ცალკე ტაბში, იპოვის შრიფტს და ჩამოტვირთვას შემოგთავაზებთ, მე ვფიქრობ, რომ მანამდე იმ კატალოგში, სადაც css-ები გაქვთ განთავსებული, დაამატოთ კატალოგი fonts და იმაში ჩამოტვირთოთ, ყველას ჩამოტვირთვის მერე url უნდა დაარედაქტიროთ ლოკალურზე, რაც ადვილი საქმეა, fonts/<ფაილის სახელი.wof2> დატოვებთ, მარტო ზედმეტის მოშლა მოგიწევთ მხოლოდ.

გუგლის შრიფტების გამოყენება საინტერესოა იმ კუთხით, რომ აქ სრულყოფილების იმედი უნდა გვქონდეს, როცა ჩაიხედებით css ფაილში, ნახავთ, რომ UTP8 კოდირება სხვადასხვა შემთხვევისათვის ამომწურავად აქვს გაწერილი, ამის გამო არც სხვა ენებზე უნდა შეიქმნას პრობლემა, მათ შორის არც ნახატ სიმბოლოებზე. ამაზე გულისხმიერად მუშაობს Nerd-იც და მასზეც აუცილებლად დავწერ.

ბოლოს ორი სიტყვა ჩემს მიერ ნახსენებ ინტერესზე, ქართული შრიფტების რესურსები გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, მათ გადახალისება სჭირდება სტანდარტთან შესამამისობაში, ჩვენი შრიფტებისათვის სხვადასხვა ფაილშია განთესილი ჩვეულებრივი და მთავრული. ეს მოუხერხებელად მეჩვნება, იმისათვის რომ სათაური გავაკეთო მთავრული შრიფტები ცალკე უნდა ჩავამატო. ქართული UTF-8 სტანდარტიზირებულია და იმისათვის, რომ გვქონდეს მრავალფეროვნება ქართულ შრიფტებში, საჭიროა ყველა სტანდარტებში გადაყვანა, ეს ჩემი სურვილია, მაგრამ ჩემს კომპეტენციის ზღვრების მიღმა მდებარეობს.