ᲐᲕᲗᲐᲜᲓᲘᲚ ᲤᲐᲜᲒᲐᲜᲘ

კომპიუტერული მეცნიერებების მასწავლებელი, ტრენერი

Manjaro i3

August 19, 2025

Manjaro-i3

ეს ლინუქსის დისტრიბუტივი არის Arch Linux-ის ხაზი და ბაზირებულია i3 მოზაიკურ ფანჯრების მენეჯერზე. მოზაიკური მოწყობა ცალკე პოსტს იმსახურებს, აქ მოვიყვან მხოლოდ მოცემული დისტრიბუტივის გამართვას და მახასიათებლებს

ᲡᲬᲠᲐᲤᲘ ᲡᲢᲐᲠᲢᲘ

Manjaro-i3 ᲩᲐᲛᲝᲬᲔᲠᲐ ᲐᲥᲔᲓᲐᲜ

Manjaro i3-ის ოპტიმიზაცია დაყენებისთანავე შეიძლება დავყოთ რამოდენიმე ნაბიჯად, რაც გააუმჯობესებს წარმადობას, უსაფრთხოებას და მოხმარების მოხერხებულობას. აი რამოდენიმე რეკომენდაცია:

1. ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲐ

ჯერ ვაახლებთ ყველა პაკეტს ბოლო ვერსიამდე:

sudo pacman -Syu

2. ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲞᲐᲙᲔᲢᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲧᲔᲜᲔᲑᲐ

სისტემის განახლების მერე უნდა დავაყენოთ პაკეტები, რომლებიც სავარაუდოდ საჭრო იქნება შემდგომში. მაგალითად საბაზო უტილიტები, პროგრამირების ან მულტიმედიური პროგრამები:

sudo pacman -S base-devel git vim htop

ეს პროგრამები შესაძლოა ჩაყენებულიც იყოს, რაზეც პაკეტების მენეჯები შეგვატყობინებს და დააყენებს თავიდან.

3. i3 ᲞᲐᲠᲐᲛᲔᲢᲠᲔᲑᲘᲡ ᲝᲞᲢᲘᲛᲘᲖᲐᲪᲘᲐ

Конфигурация i3-ის კონფიგურაცია სტანდარტულად არის ~/.config/i3/config ფაილში. მაგრამ Manjaro-i3-ის გუნდმა ის გადაიტანა .i3/config ფაილში, ამიტომ აქ მოძებნეთ, შეგვიძლია დავაყენოთ შემდეგი პარამეტრები

4. ᲒᲠᲐᲤᲘᲙᲣᲚᲘ ᲛᲔᲜᲔᲯᲔᲠᲘᲡ ᲓᲐᲧᲔᲜᲔᲑᲐ (ᲝᲞᲪᲘᲐ)

თუ მაინცადამაინც ამის საჭროებაარის, შეიძლება დავაყენოთ დისპლეის მენეჯერი (Display Manager), მაგალითად LightDM:

sudo pacman -S lightdm lightdm-gtk-greeter
sudo systemctl enable lightdm

მე ეს ძალიან მეზედმეტება და არასოდეს არ ვიყენებ, მოზაიკური ფანჯრების პლიუსი ჩემთვის ზუსტადაც დისპლეი-მენეჯერის არ არსებობაა

5. ᲨᲠᲘᲤᲢᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲧᲜᲔᲑᲐ

გამოსახვის გასაუმჯობესებლად რეკომედირებულია შემდეგი შრიფტების დაყენება:

sudo pacman -S ttf-dejavu ttf-liberation noto-fonts

შრიფტების რენდერინგის დასაწყობად გამოიყენება ფაილი ~/.config/fontconfig/fonts.conf

მე ასევე ვიმატებ nerd შრიფტებს, თუმცა მათი დამატება მიწევს ამორჩევით, თუ დასერჩავთ sudo pacman -Ss Nerd TTF ნახავთ ყველა შრიფტს .

6. ᲬᲐᲠᲛᲐᲓᲝᲑᲘᲡ ᲝᲞᲢᲘᲛᲘᲖᲐᲪᲘᲐ

7. ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ

8. ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗᲘ ᲞᲐᲠᲐᲛᲔᲢᲠᲔᲑᲘ

9. რეზერვირებისათვის და აღდგენისათვის

მნიშვნელოვანი ფაილების რეზერვირების მოწყობა და კონფიგურაცია:

რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯები ნებაყოფილობითია და ინდივიდუალური. ძალიან დადი ხანი ჩემთმვის სისტემის პირეველადი მოცემულობაც სრულადი დამაკმაყოფილებელი იყო. შეიძლება ასეც სჯობდეს, გამოვიყენოთ “ქარხნული” პარამეტრები და მერე მოთხოვნილებისამებრმ გავაუმჯობესოთ ეტაპობრივად.