ᲐᲕᲗᲐᲜᲓᲘᲚ ᲤᲐᲜᲒᲐᲜᲘ

კომპიუტერული მეცნიერებების მასწავლებელი, ტრენერი

Jekyll

August 19, 2025

Jekyll — ეს არის მარტივი, ბლოგზე ორიენტირებული საიტების გენერატორი, რომელიც იდეალურად უდგება პირადი, პროექტების ან ორგანიზაციების საიტებს. ის მჭიდროდაა ინტეგრირებული GitHub-თან, რაც მას აქცევს იდეალურ ინსტრუმენტად საიტების შესაქმნელად და ჰოსტინგისათვის პირდაპირ GitHub Pages რაიმე დამეტებითი ხარჯების გარეშე.

Jekyll-ის გამოყენებით შესაძლებელია მთელი ტექსტური შემადგენლობის ადვილად ტრანსფორმირება, რომელიც დაწერილია Markdown, სტატიკურ ვებ გვერდში, რომლებიც იოლად იშლება GitHub Pages-ით. უპირატესობა Jekyll არის ის, რორმ მას ბოლომდე აქვს შაბლონების მხარდაჭერარაც საშუალებას იძლევა შექმნათ უნიკალური და ადაპტური დიზაინი საკუთარი საიტისთვის. თავისი სიმარტივის და მოქქნილობის დამსახურებბაა რომ Jekyll პოპულარულია დიველოპერებისთვის და დიზაინერებისათვის.

Jekyll-ის გამოყენების უპირატესობა GitHub-ზე:

ეს უპირატესობა მე პირველ რიგში დავინახე ვებ-საიტის მყისიერ რეალიზაციაში. კლასიკური შემუშავების გზას მოვიყვან სულ ბოლოს, აქ ჩემს არჩეულ გზას შემოგთავაზებთ.

გთავაზობთ კონკრეტული მაგალითის გამოყენებას

  1. GitHub-ზე რეპოზიტორის შექმნა: GitHub-ზე რეპოზიტორის შექმნით. ეს იქნება ცენტრალური ჰაბი მომავალი საიტის კოდის და დიზაინის შესანახად. მაგალითში გამოყენებული სახელი შეგიძლიათ პირდაპირ დააკოპიროთ, ახალ რეპოზიტორს მე დავარქმევ jsite-ს. რეპოზიტორი გამოაცხადეთ როგორც Public, „მოპტიჩკეთ“ Add a README file, Add .gitignore-ში ამოირჩიეთ .gitignore templatr: Jekyll, ამოირჩიეთ სიცენზია License: MIT License და დააჭირეთ მწვანე ღილაკს Create repository

  2. GitHub Pages-ს ჩართვა: ზემოთ, ჰორიზონტალურ მენიუში მოძებნეთ Settings და გადადით ამ რეპოზიტორის „სეთინგებში“, უკვე პვერტიკალურ მენიუში იპოვეთ Pages, მოძებნეთ Source, სადაც, როგორც წესი იქნება არჩევანი: Deploy from a branch და შეცვალეთ ის - GitHub Actions, ეკრანი გამოიცვლება და გამოჩნდება სტიკერი: GitHub Pages Jekyll, დააჭირეთ ღილაკს Configure, შემოგთავაზებთ ახალი შექმნილი jekyll-gh-pages.yml-ს რედაქტირებას, ამ ეტაპზე ეს სრულიად საკმარისია, ამიტომ ზედა მარჯვენა არეში მოძებნეთ მწვანე ღილაკი Commit changes, შემოთავაზებულ ფანჯარაში კიდევ ერთხელ Commit changes. ეს მეთოდი GitHub-ზე მონიშნულია როგორც Beta, თუმცა უნდა მენდოთ, რომ მუშაობს უხარვეზოდ. ახლა თუ დაბრუნდებით Settings -> Pages, ნახავთ: Your site is live at https://<you>.github.io/jsite/. <you> - აქ ეწერება თქვენი GitHub მომხმარებლის სახელი

  3. Jekyll საიტი: https://<you>.github.io/jsite/ საიტი უკვე რეალური მისამართია ინტერნეტში თქვენი საიტისათვის, თუ გადახვალთ ამ მისამართზე, მიხვდებით, რომ ის აჩვენებს README.md ფაილის შინაარსს, რაც ნიშნავს, რომ თუ თქვენ რამეს შეცვლით ამ ფაილში, ის რამოდენიმე წამში აისახება ონლაინშიც. ეს კი, თავისმხრივ იმას ნიშნავს, რომ მუშაობს რაღაც ავტომატიზაციის მექანიმი. სწორედ ეს არის Jekyll.

  4. საიტის პუბლიკაცია: რეპოზიტორიში ჩამატებულ ფაილებზე jekyll-ს მუდმივად ექნება რეაქცია, ის Markdown ტექსტურ ფაილებს ავტომატურად გარდაქმნის HTML ფაილებად. შეგიძლათ ჩაამატოთ index.md ფალი და ნახავთ რომ გამოქვეყნებული ვებ-საიტი გდაერთვება უკვე ამ ფალიზე, მისგან jekyll-ი გააკეთებს index.html ფაილს. იგივე წარმატებით, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ index.html ფაილი შექმნათ და მასში გამოიყენოთ თქვენი HTML ენის ცოდნა, შედეგი ნახავთ რომ ადეკვატური იქნება. თუმცა სამართლიანობისათვის უნდა აღაღინიშნოს, რომ md ფაილების მენეჯმენტი გაცილებით იოლია და ეს დევს ზუსტად Jekyll ტექნოლოგიის საფუძველში.

  5. რეპოზიტორის ლოკალში ქლონირება: Git-ი უნდა იყოს ჩვენს კომპიუტერზე და მისი დახმარებით ვაკეთებთ ლოკალურ ქლონს..

     git clone https://github.com/<you>/<you>.github.io.git
    

რეპოზიტორის ლოკალური ქლონი იძლევა საშუალებას, რომ ვებ-საიტის განვითარება გავაგრძელოთ ლოკალურად, ამასთან ასეთი ლოკალები შესაძლებელია გაკეთდეს ბევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ბევრგან ვიმუშაოთ, ამასთან რაღა თქმა უნდა, შეგვიძლია საიტის მშენებლობაზე დავასაქმოთ ჯგუფი.

მაგრამ ყველაფერი ამის დაწყობა გადის ამ სტატიის ფარგლებიდან, ქვეშ მივაწერ საკითხებს, რომლის ცოდნაც აუცილებელია შემუშავების გარომოს კომფორტული მოწყობისათვის, ხოლო მომავალში ამ საკითხებს გარდავქმნი ბმულებად:

  1. github-ის ლოქალური ქლონების შექმნა
  2. jekyll-ის ლოკალურ კომპიუტერზე დაყენება
  3. ვებ-დიველოპერის გარემოს მოწყობა

სახეზეა სტატიკური საიტის მშენებლობის მთალი „ლაივ“ პროცესი. როცა ამ აბზაც ვწერ, ამ საიტის შექმნა რამოდენიმე საათის დაწყებული მაქვს, ამ დრომდე რაც გავაკეთე, შესაძლებელია ნახვა, ნახეთ რომ დავტოვე გეგმა, რას გავაკეთბ უახლოეს მომავალში, რაც არაფერს არ დაანგრევს ან ხელს შეუშლის.