ᲪᲕᲐᲚᲔᲑᲐᲓᲘ ᲨᲠᲘᲤᲢᲔᲑᲘ
მეზობელ სტატიაში დავწერე Google-ის კოლექციაში არსებულ ორად ორ ქართულ შრიფტზე. Google fonts არის სისტემა, რომელიც შრიფტის ერთი სახელის ქვეშ შრიფტების მთელ კოლექციას იყენებს. ასე დიზაინერს აძლევს საშუალებას გამიოყენოს რამოდენიმე დამატებითი თვისება, ერთერთი ესაა შრიფტის წონა:
ამ მაგალითში მოყვანილია ხსენებული ქართული შრიფტები (Noto Sans Georgian და Noto Serif Georgian).
შრიფტების სიმძიმე, რომელის ვიზუალური გარჩევაა შესაძლებელი, დიფერენცირებულია ასე:
- Thin 100
- ExtraLight 200
- Light 300
- Regular 400
- Medium 500
- SemiBold 600
- Bold 700
- ExtraBold 800
- Black 900
ამ მნიშვნელობების გარდა შესაძლებელია ნებისმიერი რიცხვის გამოყენება 100-900 დიაპაზონიდან, მაგალითად თუ დავწერთ font-weight: 733; ასოები მას დაემორჩილებიან.
მეორე პარამეტრია font-variation-settings, რომელიც იცვლება 62.5-100 დიაპაზონში. ცვლადების სახით ის წარმოდგენილია შემდეი ბიჯით:
- ExtraCondensed 62.5
- Condensed 75
- SemiCondensed 87.5
- Normal 100
ნახეთ ტექსტები შესადარებლად Regular სიმძიმის შრიფტების მაგალითზე:
ყველა ბიჯს შორის განსხვავება არის თანაბრად 12.5, ეს ნახტომები თვალში შესამჩნევ ცვლილებებს იწვევს, თუმცა შესაძლებელია დიაპაზონიდან ნებისმიერი მნიშვნელობის გამოყენება.
Google Fonts-ის შრიფტების შესაფასებლად დავაკვირდეთ შემდეგ ტექსტებს სხვადასხვა ენაზე (სხვადასხვა UTF-8 დიაპაზონი).
ამ ტექსტების სტილი იდენტურია და მათი შრიფტის ოჯახი არის Noto Serif Georgian
ხოლო შემდეგი სამი ხაზის კი Noto Sans Georgian:
ენების განსხვავების მიუხედავად ტექსტების სტილის მსგავსება უდაოა. ქართული ტექსტებიან კონტენტში ყოველთვის ასე არ არის. ქართული Web შრიფტებით მყისიერად ასეთი ეშედეგის მიღება არაა ადვილი. როგორ აკეთებს ამას Google, შეიძლება ნახოთ css ფაილში, ბმულზე. ყველა განსხვავებული შემთხვევისათვის Google იყენებს სხვადასხვა შრიფტებს, ხოლო რომელი შრიფტი უნდა იქნას გამოყენებული, ამას წყვეტს ბრაუზერი კონტენტიდან გამოდინარე.
ვფიქრობ, რომ ამ საიტზე, სადაც ასევე შერეულია ენები, Google-ის შრიფტების ამორჩევა იყო სწორი გადაწყვეტილება.