ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ DIG
ჰოსტინგის დალაგებისას შესაძლებელია დაგჭირდეთ ჩანაწერების შემოწმება, კერძოდ CNAME-ს და ა. შ.
DIG ᲣᲢᲘᲚᲘᲢᲐ
რომ შევამოწმოთ CNAME (Canonical Name) ჩანაწერი dig უტილიტის დახმარებით, ტერმინალში შეასრულეთ შემდეგი ბრძანება:
dig +short CNAME www.din.ge
ამ ბრძანებაში:
-
+shortგამოიყენება იმისათვის, რომ გამოტანილი იყოს მხოლოდ CNAME-ს მნიშვნელობა, დამატებითი ინფორმაციის გარეშე. -
CNAME- ეს DNS-ჩანაწერის ტიპი, რომელის შემოწმებაც გინდათ (შეიძლება იყოს NS, ან კიდევ სხვა რომელიმე). -
din.ge- ეს არის დომენური სახელი, რომლისათვისაც გინდათ იპოვოთ CNAME ჩანაწერი. შეცვალეთdin.geიმ დომენურ სახელზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ.
ბრაძნება დააბრუნებს CNAME ჩანაწერს, თუ ის არსებობს მოცემული დომენისათვის, მაგალითად:
din.ge.
აქ din.ge - ეს არის CNAME ჩანაწერი www.din.ge დომენისათვის.
NS ჩანაწერების შემოწმება
იმისათვის, რომ დავარეგიტრიროთ დომენი, რომელიმე NS სერვერზე უნდა იყოს ამ დომეინის შესაბამისი NS ჩანაწერები. რომ გავსინჯოთ din.ge დომეინისათვის, საჭრიოა ბრანება:
dig +short NS din.ge
პოსტის დაწერის ეტაპზე ამ ბრაძნების პასუხი იყო:
dig +short NS din.ge
ns2.he.net.
ns1.he.net.
ns3.he.net.
ns5.he.net.
ns4.he.net.
[!NOTE] ns1.he.net. ჩანაწერში ნიშანდობლივია ბოლოში დასმული წერტილი, NS მისამართების მიწოდების დროს ამ წერტილს არ ვაწდით, თუმცა ეს წერტილი წარმოადგენს ინტერნეტის მისამართის ათვლის წერტილს, ყველა დომენის ძირი სახელი იწყება წერტილით.
რა ქმა უნდა, სხვა ჩანაწერებზეც დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ ჩაატაროთ ექპერიმენტი.
სისტემაში შესაძლოა არ იყოს უტილიტა dig, ჩემთან, manjaro-ზე, ის არის bind-tools პაკეტში:
sudo pacman -Syu bind-tools
დასკვნა
უტილიტა dig დაგეხმარებათ იპოვოთ საინტერესო საიტის ყველანაირი NS ჩანაწერი.