ᲐᲕᲗᲐᲜᲓᲘᲚ ᲤᲐᲜᲒᲐᲜᲘ

კომპიუტერული მეცნიერებების მასწავლებელი, ტრენერი

ᲡᲐᲘᲢᲘ ᲐᲓᲕᲘᲚᲐᲓ

March 26, 2024

საიტის გაკეთება და გამოქვეყნება შესაძლებელია ᲛᲐᲠᲢᲘᲕᲐᲓ და ᲔᲠᲗᲘ ᲡᲕᲚᲘᲗ

სტატიკური საიტის შექმნა Github-ზე

უკვე იმ დროს, როცა ჩვენი ცოდნის დონე გადააბიჯებს ელემენტარული HTML ენის საწყისებს, უკვე შეგვიძლია ფიქრი ჩვენი საკუთური საიტის შექმნაზე. ამისათვის საკმარისია გვქონდეს ანგარიში Github-ზე. ამის შემდეგ საიტისათვის შევქმნით რეპოზიტორის, სასურველია მოკლე და თემატური სახელით.

რეპოზიტორის შექმნისთანავე შეგიძლიათ გადასვლა Settings\Pages განყოფილებაში.

აქ საიტის აწყობის და გამოქვეყნების პარამეტრები მოცემულია Build and deployment სექციაში, კერძოდ ჩამოსახსნელ ელემენტ Source-ში დაინახავთ Deploy from a branch. ეს იყო კლასიკური ვარიანტი Github Pages ტექნოლოგიის, ის რა თქმა უნდა დღემდე მუშაობს, მაგრამ დღეს გვაქვს გაცილებით უკეთესი შესაძლებლობა Github Actions-ის სახით.

გავხსნათ Source და „მოპტიჩკული“ Deploy from a branch-ის მაგივრად ამოვირჩიოთ Github Actions. ამ არჩევანში ინტენსიურად ემატება ფრეიმვორკების ჩამონათვალი, ერთერთ მათგანს - Jekyll-ს იყენებს ჩემი ეს საიტი, ამაზე შესაძლებლობებზე სხვა პოსტში დავწერ, ამ ეტაპზე ავირჩიოთ Static HTML, დავაჭიროთ ღილაკს Configure.

გაიხსნება ამ პროექტის ძირითადი საკონფიგურაციო ფაილი მარტივი ტექსტური ფაილის სახით, რომლის რედაქტირება ახლაც შეიძლება შესაბამისი ცოდნის შემთხვევაში და რა თქმა უნდა შემდგომშიც, როცა კიდევ ავიმაღლებთ ცოდნას. ეს ფაილი ხდება ჩვენი რეპოზიტორის დამატება, ზემოთ შეგვიძლია შევხედოთ, რა სახელით და სად ჩაემატება ის.

ამ ეტაპზე საკმარისია ზედა მარჯვენა კუთხეში მოვძებნოთ მწვანე ღილაკი Commit changes და დავაჭიროთ, შემდგომ გამოსულ ფანჯარაში ისევ იგივეს, Commit changes - მწვანე ღილაკს დავემოწმოთ.

საიტის აქტივობა ამის მერე უკვე გაეშვება, რაც შეგიძლიათ ნახოთ რეპოზიტორის მენიუ Actions-ში, როცა კარგად გავერკვევით Github Pages-ს ტექნოლოგიაში, ამ განყოფილებაში ხშირად მოგვინდება შემოხედვა. მიმდინარე პროცესები ნარინჯისფრად ჩნდება და დასრულების მერე მწვანდება.

ჩვენი საიტის გამოქვეყნება მოხდება https://<მომხმარებელის სახელი="">.github.io/<რეპოზიტორის სახელი="">/ მისამართზე. ლამაზი და ლაკონური მისამართი დამოკიდებულია როგორი სახელი გვექნება გითჰაბზე და როგორი სახელის რეპოზიტორს შევქმით დაგეგმილი ვებ-საიტისათვის, სწორედ ეს რეკომენდაცია გავეცით თავში. ამ მისამართზე გადასვლით ნახავთ, რომ საიტი მოგვცემს 404-ე შეცდომას, რაც გვერდის არ არსებობას ნიშნავს ზოგადად. ამ შემთხვევაში შეტყობინებაშივე წერია მითითება, რომ ვერ მოხერხდა ვებ-საიტის ძირითადი ფალის - index.html-ს მოძებნა. როდესაც მე ვამბობდი HTML ენის საწისებს, ვგულისხმობდი ამ ელემენტარული საკითხების ცოდნას.რეპოზიტორის>მომხმარებელის>

ფინალში ჩვენ თუ რეპოზიტორიში ჩავამატებთ index.html ფაილს, ჩვენი საიტი გაცოცხლდება.

ამის შემდეგ რეპოზიტორიში ჩვეულებრივად შეიძლება ჩაემატოს CSS/JScript-ის ელემენტები და საიტი გახდეს სრულფასოვანი თქვენი ცოდნის დონის შესაბამისად

ეს მეთოდი არის ყველაზე მარტივი იმისათვის, რომ ვებ-პროგრამირებაში მიღებული მინიმალური ცოდნაც კი განახორციელოთ მარტივად და უფასოდ. აქვ ვიტყვი იმას, რომ ეს საიტი პრობლემების გარეშე შესაძლოა გადაიზარდოს ჩვეულებრივი საიტიში საკუთარი დომენური სახელის გამოყენებით, ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მარტივად არის შესაძლებელი Github-ის მეშვეობით.

ამის გარდა დღევანდელ დღისათვის Github-ზე შესაძლებელია შემდეგი ტექნოლოგიების გამოყენება:

  1. Next.js
  2. NextJS
  3. Hugo
  4. Gatsby
  5. Jekyll

ამ ტექნოლოგიების თემატიკა აქ, ამ ბლოგზე გამოჩნდება მომავალში.