Hosting
GitHub-ზე უფასო ჰოსტინგის შესახებ
GitHub-ის ჰოსტინგი
GitHub Page-ს გამოყნებით შესაძლებელია სრულფასოვანი ვებ საიტის გაკეთება. გამოქვეყნებულ საიტს ექნება დაახლოებით ასეთი მისამართი <რეპოზიტორის სახელი>.github.io. შესაძლებელია, ეს სახელი მისაღებიც იყოს, მაშინ შეიძლება აღარც გავაგრძელოთ, საიტის ფუნქციონალურობაზე ეს გავლენას არ იქონიებს. მაგრამ თუ ჩვენი საიტისისათვის დავარეგისტრირებთ თემატურად შესაბამის სახელს, GitHub-ი მოგვცემს საშუალებას, რომ თავისი მინიჭებული სახელის ნაცვლად გამოვიყენოთ ჩვენს მიერ რეგისტრირებული.
ყველაფერ ამას დასჭირდება რამოდენიმე პროცედურა.
დომენური სახელის რეგისტრაცია
დომენური სახელის რეგისტრაცია ხდება ონლაინ მარეგისტრირებელი ორგანიზაციის დახმარებით.
დომენურ სახელს ვირჩევთ თემატურად, მარკეტიგული მოსაზრებით და/ან სხვა რომელიმე მიზნის გათვალისწინებით. დომეინის რეგისტრაცია ფასიანია, ტიპიური დომენების ფასი ყველასთვის ერთნაირია და თითქმის ყველგან დაახლოებით 10-12 დოლარის ექვივალენტია, ტარიფი განსაღვრულია წლიურად.
არატიპიურ დომენურ სახელებში ითვლება მარტივი სახელები, მაგარითად ორ სიმბოლოიანი სახელის დომეინი. ასეთ სახელებზე მაღალი მოთხოვნილებაა და ფასს მარკეტინგული მიდგომა განსაზღვრავს.
რეგისტრატორად მე არჩეული მყავს magticom.ge, რომელიდანაც აღნიშნული სერვისის გარდა სხვა სერვისებითაც ვსარგებლობ. ამ რეგისტრატორთან ge სივრცეში დომეინის რეგისტრაცია ღირს 30 ლარი. გარდა ge დომენისა, ყველა ქართულ რეგისტრატორს შეუძლია დომენიური სახელის რეგისტრაცია შემდეგ არეებში: com.ge, edu.ge, gov.ge, org.ge და ა. შ., magticom-ის რეგირტრატორთან ასეთი დომენების ფასი არის 12 ლარი წელიწადში.ყველა ამ ტიპის დომეინი განსაზღვრავს საქმიანობის ტიპს. ასეთ დომეინებს ირჩევენ ძირითადად შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები და მათი რეგისტრაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენაც იქნება საჭირო.
რეგისტრატორი ჩვენს მიერ არჩეულ სახელს პირველ რიგში ამოწმებს უნიკალურობაზე, თუ ჩვენი მოსაწონი სახელის დომეინი უკვე დაკავებულია, მაშინ მოგვიწევს სხვა სახელის მოფიქრება.
სახელის შერჩევის დროს სასურველია გავითვალიწინოთ სხვადასხვა რეკომენდაცია:
- სახელი უნდა იყოს ადვილად დასამახსოვრებელი
- სახელი სასურველია იყოს მოკლე
- ქართული დასახელება ინგლისურად იყოს სწორი
- სასურველია ავიცილოთ ისეთი ასოები, რომელიც ინგლისურად იწერება ორი სიმბოლოს გამოყენებით.
რეკომენდაცია შეიძლება იყოს მრავალი, მთავარია, რომ საიტის პოტენციური ვიზიტორისთვის არ შეიქმნას დაბრკოლება საიტის მისამართის ჩაწერისას, ამისათვის კი მისამართი უნდა იყოს მაქსიმალურად აღქმადი და დამახსოვრებადი.
ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს შეუძლია დომენური სახელის რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ეტაპზე მოითხოვება NS ჩანაწერები. რა არის ეს? NS (Name Server) არის კომპიუტერი, რომელიც არის ჩვენი დომეინის მართვაში შესასვლელი წერტილი. ამ სერვერზე ჩვენი დომეინის შესახებ რეგირტრაციამდე ვწერთ ინფორმაციას, ხოლო რეგისტრატორი უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში გაავრცელებას. დომეინთან დაკავშირებული ყველა სერვისის ჩანაწერი იძებნება ამ NS სერვერზე.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ინტერნეტში არსებული ყველა სერვისის (ფოსტა, ბრაუზერი, ფაილური საცავები, მონაცემთა ბაზები) იმართება მისთვის სტანდარტული ინფორმაციის საფუძველეზე, ეს ინფორმაცია კი ხელმისაწვდომია NS სერვერზე არსებული ჩანაწერების საშუალებით. ხშირ შემთხვევაში ეს არის შესაბამისი სერვერების ინტერნეტ მისამართები.
NS სერვერი
როგორც ვთქვით, NS სერვისი არის პირველი წერტილი, საიდანაც იწყება ჩვენი ინტერნეტ სერვისების მართვა. რეგისტრატორს ეს სერვისი გააჩნია და შემოგვთავაზებს, მაგრამ რა არის გასათვალისწინებელი. როცა იგეგმება ინტერნეტ სერვისების საკუთრივ მართვა, მაშინ NS სერვერზე საჭირო იქნება მრავალი ჩანაწერის წარმოება, ახლის დამატება, რედაქტირება და ა. შ. რამდენად ოპერატიულად იქნება შესაძლებელი ამის გაკეთება პროვაიდერის სერვერზე, ამაზეა დამოკიდებული, უნდა ავირჩიო მისი შეთავაზება თუ არა. თუ ჩანაწერების მართვა ხდება ფოსტაზე მიწერით, ასეთი სერვისი უკიდურესად მოუხერხებელია და სჯობს ფიქრი საკუთარი NS სერვერის რეგისტრაციაზე, მითუმეტეს, რომ ამის უფასო შესაძლებლობა არსებობს. მე ვსარგებლობ dns.he.net-ის პორტალით, რომელიც უფასოდ 50 დომენური სახელის მომსახურების საშუალებას იძლევა. dns.he.net-ზე რეგისტრაცია საკმარისია.
ახალი დომეინზე ჩანაწერის დასამატებლად საჭიროა შესაბამის ღილაკზე დაჭერა და დომეინის სახელის ჩაწერა. შეიქმნება რამოდენიმე NS ჩანაწერი, (ns1.he.net .. ns5.he.net) ჩამონათვალი. ეს სახელები აღნიშნავს იმ ფიზიკურ სერვერებს, რომლებზეც გამრავლდება ინფორმაცია ჩემი დომენის ჩანაწერებზე. მრავალი სერვერი უზრუნველყობს საიმედოობას და უწვეტ მუშაობის რეჟიმს.
A, AAAA, ALIAS, CNAME, CAA, MX, NS, TXT, SRV, SSHFP, SPF, RP, NAPTR, HINFO, LOC და PTR ჩანაწერები, ეს არის სია, რომელიც შესაძლოა დასჭირდეს ჩვენს დომეინს სხვადასხვა მომსახურების ჩასართველად, მაგრამ იმისათვის რომ შევძლოთ მისი პროვაიდერთან რეგისტრაცია, პირველი მაინც არის NS ჩანაწერი.
რეგისტრაციის გარეშე შექმნილი ჩანაწერის შემთხვევაში სერვერზე გაჩნდება შესაბამისი გაფრთხილება, რომელიც გაქრება რეგისტრაციის შემეგ.
ჰოსტინგი
ჰოსტინგი წარმოადგენს კიდევ ერთ ინტერნეტ სერვისს. ეს არის უკვე ჩვენი საიტის ფიზიკურად არსებობის ადგილი. ჩვენ ახლა ისევ ვუახლოვდებით GitHub-ს, რადგან სწორედ იქ გვაქვს განთავსებული ჩვენი საიტის ფიზიკური ფაილები . უმეტს შემთხვევაში ეს სერვისი არის ფასიანი, თუმცა სხვა უფასო ჰოსტინგებიც არსებობს, რომელმელთა შესახებ ცალკე პოსტს დავწერ, ახლა ჩვენი ინტერესია GitHub-ი.
GitHub-ს აქვს დოკუმენტირებული მისამართების პული, რათა დომენებმა შეძლონ მათზე გადამისამართება. ჰოსტინგის მისათითებლად NS სერვერზე კეთდება A ჩანაწერი, სადაც მიეთითება ჰოსტინგის ფიზიკური მისამართი. მე რომ მაქვს რეგისტრირებული დომეინი din.ge და მინდა რომ ის იძებნებოდეს GitHub-ზე, ჩემს dns.he.net სერვერზე გაკეთებული მაქვს შემდეგი A ჩანაწერები:
- din.ge A 185.199.108.153
- din.ge A 185.199.109.153
- din.ge A 185.199.110.153
- din.ge A 185.199.111.153
ეს ჩანაწერები უზრუვნელყოფს იმას, რომ ბრაუზერში din.ge-ჩაწერისას ვებ-სერვერის ძებნა განხორციელდება ზემოთ მოცემულ მისამართებზე.
მეტი საიმედოობისათვის, აქაც როგორც ვხედავთ ოთხი სერვერი გამოიყენება. ეს ოთხივე მისამართი საერთოა და ყველა მომხმარებლისთვის გამოიყენება. აქ გამოიყენება ვირტუალური ჰოსტინგის სერვისი და მის უკეთ გასაგებად დოკუმენტაციაც ვირტუალურ ჰოსტინგზე უნდა წავიკითხოთ.
GitHub-ის ნებისმიერი რეპოზიტორი შესაძლებელია გამოცხადდეს ჰოსტინგად, სადაც თვითოეულს აქვს ველი - Custom Domain, რომელშიც ჩვენი რეგისტრიებული დომეინი იწერება. ამ სერვისმა რომ შეძლოს მუშაობა, საჭიროა ჩვენი დომენს GitHub-ზე გავატაროთ ვერიფიკაცია.
დომეინის ვერიფიკაცია
GitHub-ზე დომეინის ვერიფიქაცია კეთდბა ერთჯერადად, ამისავის მთავარ მენიუში, მარჯვნივ და ზემოთ, საიდანაც ჩვენს მთავარ პროფილს ვხსნით, არის მენიუ settings, რომელშიც უნდა მოვძებნოთ pages. ველში ჩავწერთ დომეინის სახელს და დავაწვებით ღილაკს verify, რომლის შედეგადაც მივიღებთ ინსტრუქციას, როგორ უნდა გავაკეთოთ TXT ჩანაწერი ჩვენს dns სერვერზე, ჩემს dns.he.net-ზე ასეთი ჩანაწერი გაკეთდა:
_github-pages-challenge-admindinge.din.ge TXT xxxcbd38790c01fe4c1949f8ebaxxx
ორივე კომპონენტი მომცა თვითონ GitHub-მა.
ჩანაწერის გაკეთების მერე ღილაკი verify გადაამოწმებს ჩანაწერის არსებობას დომეინის მისამართზე და თუ აღმოაჩენს, დარწმუნდება, რომ დომეინი ნამდვილად მე მეკუთვნის და მასზე უფლებებიც გამაჩნია. ამის შემდეგ din.ge-თან დაგავშირებული ყველა ქვედომეინი ხელმისაწდმომი გახდება GitHub სერვერზე.
ვერიფიკაციის ასეთი ფორმა მიღებული პრაქტიკაა, ითვლება, რომ სერვერზე ჩანაწერის გაკეთების წვდომა მხოლოდ მის მფლობელს უნდა ჰქონდეს.
საიტის სახელი
ზემოთ აღწერებიდან გამომდინარე GitHub-ზე შესაძლებელია დაიჰოსტოს din.ge დომენი. მეორეს მხრივ, არც GitHub-ზე არის რეპოზიტორების რაოდენობის შეზღუდვა და არც NS სერვერზე din.ge-ს ქვედომენების. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ გავაკეთებ რომელიმე ქვე დომენს, მაგალითად pf.din.ge-ს და მას გავჰოსტავ GitHub-ზე, მაგალითად რეპოზიტორ portfolio-ს საშუალებით. ასეც მაქვს გაკეთებული და დავწერ როგორ დგება ეს კავშირი.
ყველა ქვედომენისათვის იწერება ერთი და იგივე TXT ჩანაწერი:
pf.din.ge TXT https://avtotrainer.github.io
აბსოლუტურად იგივე ჩანაწერი ექნება ნებისმიერ xxxxx.din.ge-ჰოსტს:
xxxxx.din.ge TXT https://avtotrainer.github.io
GitHub-ი ქვედომეინის სახელით გაარჩევს, რომელი ჰოსტი უნდა მოძებნოს.
ამ ჩანაწერით ჩემი დომეინი pf.din.ge გადამისამართდება avtotrainer.github.io-ზე, სადაც დადგინდება, რომ avtotrainer მომხმარებელს GitHub-ზე ვერიფიცირებული აქვს din.ge დომენი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გააჩნია გაჰოსტვის უფლებები, შემდეგ მოიძებნება რომელი რეპოზიტორის Custom Domain ველში წერია pf.din.ge, აღმოჩნდება, რომ ასეთი რეპოზიტორი არის portfolio და წრეც დასრულდება, გასაგები ხდება რომ https://pf.din.ge-ს ჰოსტი არის https://avtotrainer/github.io/portfolio (ამ რეპოზიტორის ვებ მისამართი Custom Domain-მდე).
უფრო ღრმად თუ შევალთ, GitHub-ს თავისი NS სერვისი აქვს და ამ ორი მისამართის ცვლილება ხდება CNAME ჩანაწერით.
CNAME ჩანაწერი ჩემს NS სერვერზეც არის გამოყენებული, იმისათვის, რომ გამეიგივებინა ორი მისამართი: www.din.ge და din.ge, რაც ლოგიკური უნდა იყოს.
ასეთი მარტივია სინამდვილეში…
რეზიუმე საიტის გასაჰოსტად:
- ვარეგისრტრირებთ დომეინს
- დომეინისთვის ვაკეთებთ A ჩანაწერებს და ვამისამარმთებთ GitHub-ზე
- ვაკეთებთ დომეინის ვერიფიკაციას ჩვენს GitHub-ზე.
- ვქმნით რეპოზიტორის და ვაქვეყნებთ github pages საშუალებით
- setting/pages-ს Custom Domain ველში ვწერთ ჩვენი დომეინის სახელს
- რეპოზიტორიში ვაგრძელებ ვებ-საიტის განვითარებას
საიტის გაჰოსტვა ქვედომეინის მისამართით:
- ვქმნით რეპოზიტორის და ვაქვეყნებთ github pages საშუალებით
- setting/pages-ს Custom Domain ველში ვწერთ ქვედომენის სრულ სახელს
- ვაკეთებ შესაბამის TXT ჩანაწერს NS სერვერზე
შენიშვნა: ერთი და იგივე დომეინის ვერიფიკაცია შესაძლებელია სხვადასხვა მომხმარებილის GitHub-ში, ამის შემდეგ კი ამ მომომხმარებელსაც შეუძლია გაჰოსტოს ქვედომეინები ჩვეულებრივი მეთოდით