ᲐᲕᲗᲐᲜᲓᲘᲚ ᲤᲐᲜᲒᲐᲜᲘ

კომპიუტერული მეცნიერებების მასწავლებელი, ტრენერი

Jekyll

April 06, 2024

საიტის ლოკალში დასაწერად საჭიროა Jekyll-ის ლოკალურად ინსტალაცია.

Jekyll-ის ინსტალაცია

ჩემი ოპერაციული სისტემა არის Linux-ი, კერძოდ Manjaro-Sway, ამიტომ ინსტრუცქციაც ჩემს სისტემას ეხება

Jekyll-ი დაწერილია Ruby-ზე, ამიტომ გვჭირდება მისი ინსტალაცია:

sudo pacman -Syu Ruby

შემდეგ საჭირო პაკეტებიც:

sudo pacman -S base-devel libffi libyaml openssl zlib

შემდეგ შესაბამისი gem-ები, გვჭირება Jekyll და Bundler:

gem install jekyll bundler

შემდეგ გვჭიდება path-ები Ruby-სთვის(მე მაქვს zsh):

echo 'export GEM_HOME="$(ruby -e "puts Gem.user_dir")"' >> ~/.zshrc

ცალცალკე მოვიყვან იმისავის, რომ კოპირება იყოს უფრო მოხერხბული:

echo 'export PATH="$PATH:$GEM_HOME/bin"' >> ~/.zshrc

ყველაფერ ამას წავაკითხებთ:

source ~/.zshrc

ესაა სულ, ამის მერე უკვე პროექტის დირექტორიაში:

bundle install

საბოლოოდ:

bundle exec jekyll serve

თუ ეს ბრძანება დასრულდა შეცდომით, სავარაუდოდ რომელიმე gem-ს ვერ პოულობს და მათი ინსტალაცია უნდა მივუთითოთ ლოკალში, ეს ხდება Gemfile-ში მითითებით. ჩემს შემთხვევაში ეს ორი პაკეტია:

gem "webrick", "~> 1.7"
gem "json", "~> 2.5.1"

შეცდომის შეტყობინებაში გაიგებთ, რომელ პაკეტს ვერ პოულობს და იმ პაკეტს მიუტითებთ ლეკალში და გაამეორებთ მაღლითა ორ ბრძანებას:

bundle install
bundle exec jekyll serve