SZH ᲒᲐᲠᲔᲛᲝ
ტერმინალის გარემო
ZSH
szh გარემო ერთერთი გავრცელებულია, განსაკუთრებით MacOS ოპერაციული სისტემაში. Mangaro Linux-ებში მისი დაყენება არ დამჭირვებია, მაგრამ შეიძლება ის არ იყოს ავტომატურ გარემოდ ინიცირებული. zsh გარემოსთვის არის ერთი მოხერხებული დაშენება სახელად - oh my zsh. მისი ინსტალაცია მარტივია და ამავდროუ ლად გვთავაზობს zsh-ის ავტომატურ გარომოდ დაყენებას.
Oh my zsh-ი ტერმინალში მუშაობას აქცევს მოხერხებულად თავისი მრავალი პლაგინის
გამო, მისთვის ასევე დაწერილია ძალიან ბევრი თემა, ერთერთი მათგანია
powerlevel10k თემა.
ამ დამატებას სამუშაოდ ბევრი მოსაეხერხებელი თვისება აქვს.
ასე გამოიყურება ჩემი ტერმინალი ყოველი გამოძახებისას. oh my zsh-ს მოჰყვება
ბევრი სასარგებლო პლაგინი, მათ ჩასართველად საკმარისია ~/.zshrc ფაილში ჩავუწე
როთ პარამეტრს plugins-ში.
plugins=(aliases common-aliases archlinux sudo z fzf thefuck history git
zsh-autosuggestions zsh-syntax-highlighting )
აქ მითითებულია ჩემი კონფიგურაციის მაგალითი, ყველა პრობელით გამოყოფილი სიტყვა
არის პლაგინი, გარდა ბოლო ორის, ყველა არის oh my zsh-ის „ქარხნული“ პლაგინი,
რომლებიც მოთავსებულია ~/.oh-my-zsh/plugins კატალაგში საკუთარი ქვეკატალოგის
სახით და ყველას აქვს შესაბამისი განმარტებების ფაილი. ყველა ამ პლაგინის გამოყე
ნება მიწევს აქტიურად, მათი მოხერხებულობიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვიძლევი
მათი დოკუმენტაცია წაიკითხოთ. მაგალითისთვის პლაგინი z, მისი დახმარებით, შეგი
ძლიათ აკრიფოთ იმ დირექტორიის სახელის ნაწილი, რომელშიც ერთხელ მაინც ხართ გადასუ
ლი და z-ი ავტომატურად გადაგიყვანთ. ასევე, ალიასები ძალიან მოსახერხებელი შეს
აძლებლობაა ტერმინალში, ხოლო ამ პლაგინში არის ძალიან ბევრი უკვე გატესტილი ალიასი,
git პლაგინით გაიოლებულია მისი რუტინული ბრძანებების გამოყნება და ა. შ.
ბოლო ორი პლაგინი მესამე პირების მიერ დაწერილი პლაგინების მაგალითს წარმოაგენს. მათი ინსტალაციისათვის ინსტრუქციები არის მათსავე საიტებზე:
zsh-autosuggestions პლაგინი საშუალებას მოგცემთ გამოყნებული ბძანებების ავტომატურად ჩასმის ფუნქციას. საკუთარი გემოვნებით მის მოსაწყობად უნდა წაიკითხოთ მის საიტზე, თუმცა მე სრულიად დამაკმაყო ილა მისმა დეფოლტ-კონფიგუაციამ
zsh-syntax-highlighting პლაგინი ტერმინალში შეყვანილ სწორ ბრძანებებს ამწვანებს, მე მას ამის გამო ვაყე ნებ, მას სხვა თვიებებიც აქვს, რომელიც შეგიძლიათ საიტზე ნახოთ
გარდა ამისა, ჩემ სამუშაო ნაკრებში შედის კიდევ ტერმინალის ემულატორი alacritty,
რომელიც მანჯაროში უნდა დააყენოთ:
sudo pacman -S alacritty
მისთვის ჩემი კონფიგ ფაილი დევს სხვა კონფიგებთან ერთად