კეთილი იყოს თქვენი მობძანება
ჩემი სწავლებების ძირითადი საკითხები სხვადასხვა მეთოდით Web-საიტების კეთებას ეხება.
წინამდებარე საიტი წარმოადგენს სტატიკური საიტის მაგალითს, რომლის კონტენტი MarkDown ფაილებისაგან შედგება. ეს ფორმატი გამარტივებულ HTML-ს წარმოადგენს და რაიმე ინფორმაციის დამატებისას მიხდება მარტივი ტექსტური ფაილის შედგენა.
Web-საიტი აწყობლია საიტების გენერატორის Jekyll-ის გამოყენებით. ის გახლავთ სტატიკური საიტების პოპულარულ გენერატორს, როგორც ზემთოთ აღვნიშნე, ჩემი, ავტორის ძირითადი ფუნქციაა მარტივად ტექსტური მონაცემის შექმნა Markdown ფორმატში, რომელსაც შემდგომ გენერატორი თარგმნის სრულფასოვან html-ში.
აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია GitHub-ზე, ამიტომ ვიყენებ ამ საიტის უფასო ჰოსტინგს, მასზე ვერიფიზირებულია ჩემი ge დომეინი(din.ge).
დომენური სახელების მართვისათვის ვიყენებ უფასო რესურს - dns.he.net-ს, რომელზეც 50 დომეინის განთავსება შეიძლება.
რადგან din.ge-ს უსასრულო რაოდენობის ქვედომენების გამოყენება შემიძლია, ამასთან GitHub-ზე ჰოსტინგი არის უფასო, საბოლოდ, შეუზღუდავი რაოდენობის საიტების დაჰოსტვა შემიძლია და მისი ხარჯი წელიწადში გამომდის 30 ლარი (მხოლოდ GE დომეინის წლიური ტარიფი).
ტექნოლოგია Github Pages ავტომატურად უზრუნველყოფს SSl/TLS სერთიფიკატებს ჰოსტინგზე განთავსებული ყველა სატისათვის, მათ შორის მომხმარებელთა დომეინებისათვის.
ამგვარად, ჩემს მიერ გამოყნებული ტექნოლოგია, ვფიქრობ საინტერესოა საიტის ორგანიზაციის თვალსაზრისით.
სტატიკური საიტების უპირატესობა მათი ჩატვირთვის სისწრაფეშია, განსხვავებით რეაქტიული საიტებისა, რომლებზეც კონტენტის ფორმირება პროგრამის კოდზე, აპარატურის სიმძლავრეზე და კომუნიკაციის ხარისხზეა დამოკიდებული.
სტატიკური საიტის განერატორები ანაცვლებენ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა საიტის განახლება მის კოდის ჩარევის გარეშე, თითქმის ისე, როგორც ეს ხდება რეაქტიული საიტების შემთხვევაში. ამით ის „ძლიერი მხარის“ საბანს თავისკენ ქაჩავს. ამაზეც ვისაუბრებთ უფრო დეტალურად.
აღსანიშნავია, რომ საიტების უმრავლესობა ჯდება სტატიკური საიტების მოთხოვნების არეალში, ამიტომ ჩემს მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგია საყურადღებოა ვისაც საიტის მართვა სჭირდება მარტივად და მინიმალური დანახარჯებით, როგორც მატერიალური, ისე დროის მიხედვით.
დღეისათვის სტატიკური საიტები თითქოს მეორე დაბადებას გადიან და ამისი მიზეზი მათი გენერატორების მაღალი კლასია. Jekyll-ი ერთერთი ლიდერია ამ კუთხით.
ტექნოლოგიის გამართვა შესაძლებელია საიტზე განთავსებული სტატიების დახმარებით. ამის გარდა, ამავე საიტზე განვათავსებ ყველა ჩანაწერს, რასაც ვაწარმოებ ჩემი პროფესიული საქმიანობის დროს.
https://pf.din.ge - საიტის აწყობას და კონტენტით მომარაგებას მოვანდომე ერთი არასრული დღე!!!
გისურვებთ წარმატებას!